აშშ-ი ქართველი ხალხის გვერდით დგას უსაფრთხოების, ჩვენი კეთილდღეობისა და თავისუფლების დასაცავად

აშშ-ი ქართველი ხალხის გვერდით დგას უსაფრთხოების, ჩვენი კეთილდღეობისა და თავისუფლების დასაცავად

აშშ-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში ქარტია წარმოადგენს იმ ფორმატს, რომელიც გვაძლევს ახალი გზების განხილვის შესაძლებლობას ამ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ აშშ-ში განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ამას მიეძღვნა ქარტიის სხდომა, რომლის ფარგლებშიც გამოჩნდა, რომ საქართველოს აქვს მეტი პოტენციალი თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.

ამასთან, ბაქარაძემ აღნიშნა, რომ საქართველო დგას აშშ-ის გვერდით ევროატლანტიკური უსაფრთხოების ასევე დემოკრატიული პრინციპების სადარაჯოზე.

„გასულ კვირას ინიცირებული საქართველოს თავდაცვითი მზაობის პროგრამის განხორციელების პარალელურად, გვაქვს კიდევ მეტი პოტენციალი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის იმ ეკონომიკური პროექტებისა და კერძო პროექტების განხორციელების კვალდაკვალ, როგორიც არის ანაკლია.

მრავალმხრივ ურთიერთობებში ნატო-ს სამიტზე ველოდებით იმ პროგრესის დაფიქსირებას, რაც ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია. ამასთანავე, რაც შეეხება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს, აშშ-სგან ველოდებით საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მკაფიო მხარდაჭერას“, – განაცხადა დავით ბაქარაძემ.