კახა ოქრიაშვილი: ნარკოდამოკიდებული პირი სახელმწიფო სტუქტურებში ვერ უნდა საქმდებოდეს

კახა ოქრიაშვილი: ნარკოდამოკიდებული პირი სახელმწიფო სტუქტურებში ვერ უნდა საქმდებოდეს

ნარკოდამოკიდებული სახელმწიფო სტუქტურებში ვერ უნდა საქმდებოდეს, ხოლო კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე, არის თუ არა სამუშაოს მაძიებელი პირი ნარკოდამოკიდებული, - ამის შესახებ დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საბოლოო ხედვები ჩამოყალიბებული არ აქვს, თუმცა 4 პუნქტი უკვე იცის.

"ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საბოლოო ხედვები ჩამოყალიბებული არ მაქვს, თუმცა რამდენიმე პუნქტი უკვე მაქვს - წვდომა არალეგალურ ნარკოტიკთან უნდა იყოს ნულოვანი, სრული ლეგალიზაცია უნდა მოვახდინოთ ნარკომანიის, არა ნარკოტიკების, არამედ ნარკომანიის. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ნარკომანი უნდა იყოს აღრიცხვაზე და უფასოდ უნდა მიიღოს ის პრეპარატი, რაზეც არის დამოკიდებული. უნდა იყოს მრავალი შემაკავებელი ფაქტორი ნარკოტიკის პოპულარიზაციის და მათ შორის დასაქმების კუთხით, ნარკოდამოკიდებული ვერ უნდა საქმდებოდეს სახელმწიფო სტუქტურებში, ხოლო კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ინფორმაციაზე, არის თუ არა სამუშაოს მაძიებელი პირი ნარკოდამოკიდებული. ასევე უნდა იყოს მუდმივი საინფორმაციო ბრძოლა ნარკომანიის წინააღმდეგ. ეს ოთხი პუნქტი მაქვს ჩამოყალიბებული და მერე ვნახოთ რა იქნება", - განაცხადა ოქრიაშვილმა.