"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი თემა ნარკოპოლიტიკა იქნება.
სხდომას პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა და მისი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებიან.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, დღეს გუნდი შეეცდება ნარკოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწიოს.