„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. 

როგორც ცნობილია, სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხია ნარკოპოლიტიკა. 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა განაცხადა, დღეს გუნდი შეეცდება ნარკოპოლიტიკის საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწიოს. „დეკრიმინალიზაცია უნდა შეეხოს მარიხუანას. დანარჩენი სახის ნარკოტიკებზე, ჩემი პოზიცია შემდეგია, რომ პირველ და მეორე შემთხვევებზე არ იყოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - იყოს სხვა კუთხით მუშაობა ასეთი კატეგორიის ადამიანებთან და თუკი მას საშველი არ დაადგება, უნდა იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.