პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეთანხმება უახლოეს პერიოდში მიიღწევა

პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეთანხმება უახლოეს პერიოდში მიიღწევა

პარლამენტის თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ პარლამენტი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე უახლოეს პერიოდში შეძლებს შეთანხმების მიღწევას და შეჯერებული დოკუმენტის მიღებას.

როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მათი ამოცანაა ისეთი კანონის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებას და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას. 

“პარლამენტი ნარკოპოლიტიკის საკითხზე საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს. პროექტზე მუშაობის ვადა ერთი თვით გავახანგრძლივეთ. ეს ვადა დაახლოებით თვის ბოლოს - მომავალი თვის დასაწყისში იწურება. შესაბამისად, ბევრი დრო დარჩენილი არ არის. ვფიქრობ, რომ ამ დროის განვლობაში ჩვენ შეთანხმების მიწევას მოვახერხებთ. ჩვენი ამოცანაა ისეთი დოკუმენტის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ჩამოყალიბებას და მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას. ეს არის ამოცანა. ამ ამოცანიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ და ვფიქრობ, რომ შეთანხება იქნება მიღწეული“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.