მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით ყველა პრინციპულ საკითხზე შეთანხმება მიღწეულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მისი თქმით, დაკონკრეტდა მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომის საფუძვლები და სახეები, რომლებთან დაკავშირებითაც თითოეული ნორმა ძალიან პრინციპული იყო. 

“კვირის ბოლომდე მოვახერხებთ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებას, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. ასეთივე შემართებით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას დანარჩენ საკითხებზე და იქაც მოვახერხებთ კონსესუსს სამუშაო ჯგუფში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.