ის იყო მეფე, რომელსაც მოუწია საქართველოს ისტორიაში ყველაზე რთული თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანის გაკეთება

ის იყო მეფე, რომელსაც მოუწია საქართველოს ისტორიაში ყველაზე რთული თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანის გაკეთება

პრემიერ- მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ერეკლე მეორე იყო უდიდესი მეფე, რომლის სახელსაც უკავშირდება თუ ყველაზე რთული არა, ალბათ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანის გაკეთება.

პრემიერ-მინისტის თქმით, ბატონის სასახლის კომპლექსში მუზეუმის გახსნით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მიაგო პატივი ერეკლე მეფის ხსოვნას, რომლის სახელსაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი უკავშირდება.

„დღევანდელი დღე, ყველაზე მეტად ალბათ არის ერეკლე მეფისთვის პატივის მიგების კიდევ ერთი დღე. იგი გახლდათ მეფე, რომლის მთელი ცხოვრებაც იყო არჩევანი - 15 წლის ასაკიდან მოყოლებული, როდესაც მან გაუძლო უდიდეს ზეწოლას ნადირ შაჰის მხრიდან და მიუხედავად ამ ზეწოლისა, მეფე თეიმურაზის შემდეგ იყო მეორე მეფე, ბევრი თაობის მეფეების შემდეგ, რომელიც ქრისტიან, მირონცხებულ მეფედ მოევლინა საქართველოს. იგი იყო უდიდესი მეფე, რომლის სახელსაც უკავშირდება თუ ყველაზე რთული არა, ალბათ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული არჩევანის გაკეთება. იგი იყო მეფე, რომელმაც გააკეთა ურთულესი არჩევანი ქრისტიანობის სასარგებლოდ, რომელმაც ყველაზე კარგად უწყოდა, რომ საქართველოს, ქართველი კაცის სულიერი ბუნების დედაბოძი იყო ქრისტიანობა და როგორც კი ეს დედაბოძი დაინგრეოდა, საქართველოს იდენტობა გაქრებოდა დედამიწის ზურგიდან. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ამ უდიდეს მეფეს და ჩვენთვის ათმაგად სასიხარულოა ამ ახალი, ულამაზესი მუზეუმის გახსნა, აქ, ბატონის სასახლეში“,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა თელავში, ბატონის მუზეუმის გახსნაზე.