არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, გთავაზობთ, ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს

არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, გთავაზობთ, ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს

არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, ჩემო დებო და ძმებო, ჩემო მეგობრებო, მე გთავაზობთ, რომ ერთად გავიდეთ ბრძოლის ველზე და ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს და ნარკორეალიზატორებს – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მიმდინარეობს სპეკულაციები, რომ ნარკორეალიზაციის ბრალდებით რვა პირის დაკავება არის ღამის ეკონომიკასა და კლუბურ მუსიკაზე დარტყმა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, აუცილებლად განვითარდება ღამის ეკონომიკა და მაქსიმალური თანადგომა და ხელშეწყობა იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.