ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატურა საერთოდ არ განიხილება, ამაზე საუბარი არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით რომელიღაც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
მან ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხვალ პარტიის ყრილობაზე საპრეზიდენტო კანდიდატი დასახელდება. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ყრილობა ჩვეულებრივი იქნება, სადაც პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, განახლდება პოლიტბიურო და გაკეთდება საანგარიშო პერიოდის შემაჯამებელი მოხსენება.
“ხვალ საპრეზიდენტო კანდიდატზე არ იქნება საუბარი, ეს იქნება ჩვეულებრივი ყრილობა. როგორც აქამდე, ყრილობა აირჩევს თავმჯდომარეს, განახლდება პოლიტბიურო, საბჭო და იქნება საანგარიშო მოხსენება. ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატურა საერთოდ არ განიხილება, ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით რომელიღაც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.