სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ოთხი ახალგაზრდული კავშირი, ფინანსური მხარდაჭერის სახით, ნახევარ მილიონ ლარზე მეტს მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხდა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პროექტს განათლების სამინისტრო ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში და საერთაშორისო ორგანიზაციის „გადაარჩინე ბავშვები - ნიდერლანდები“ მხარდაჭერით ახორციელებს.
„პროექტი ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარების ხელშეწყობას, მათთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების პოტენციალის ზრდას. პროექტის ფარგლებში საქართველოს 4 ახალგაზრდული კავშირი ფინანსური მხარდაჭერის სახით მიიღებს ნახევარ მილიონ ლარზე მეტს, რათა მათ სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობებზე იმუშაონ. მათ შორის განხორციელდება ახალგაზრდობაზე ორიენტირებული შრომის ბაზრის შეფასება და ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით შესაბამისი სატრენინგო მოდულების და ონლაინ-პლატფორმების შემუშავება, საჭირო უნარების განვითარების მიზნით დაუსაქმებელი და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მომზადება-გადამზადება, მოეწყობა ქვეყნებს შორის ახალგაზრდების დასაქმების პრაქტიკის გაცვლის ღონისძიებები. სწორედ ეს არის ის, რაც ახალგაზრდებს სჭირდებათ, რომ მათ განავითარონ ის უნარები, რომლებზეც არის ყველაზე დიდი მოთხოვნა, მათ შორის ის სპეციალური უნარები, რომელიც დასაქმებას უკავშირდება. დასაქმების ძებნა განსაკუთრებით იმ მიმართულებებით, რაზეც ყველაზე მეტი მოთხოვნაა დღეს. იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების განსაკუთრებული უნარების განვითარებას, რომელიც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამ მიმართლებათ ჩვენი ხელისუფლება ყოველწლიურად 700 000-დან მილიონ ლარამდე დაფინანსებას გამოყოფს და 60-მდე პროექტს აფინანსებს, რის შედეგადაც სხვადასხვა რეგიონებში და ქალაქებში 350-მდე ახალგაზრდა დასაქმებულია, 60 სოციალური საწარმო არის შექმნილი, 100-ზე მეტი კულტურულ-საგანმანთლებლო და 50 სპორტული პროექტი არის განხორციელებული“, - განაცახდა პრემიერმა.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში გამოცხადდება ახალგაზდრული იდეების კონკურსი და მისი დაფინანსება დამატებით 750 000 ლარი იქნება.