სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტრაფიკის და ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში

სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტრაფიკის და ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში

მინდა ყველამ იცოდეს, სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტრაფიკის, ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ბოლო დროს მომხდარ უბედურ შემთხვევებზე ისაუბრა.

“მინდა აღვნიშნო შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალიან პოზიტიური მუშაობა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როცა ამ უბედურების გამო ახალგაზრდები დავკარგეთ. მინდა ყველამ იცოდეს, რომ სახელმწიფო იქნება ძალიან მტკიცე და შეუვალი ნარკოტრაფიკის და ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში. მინდა მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს და მის გუნდს გაწეული სამუშაოსთვის“, - განაცხადა პრემიერმა.