ისრაელმა ირანელი სამხედროები გოლონის სიმაღლეებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა

ისრაელმა ირანელი სამხედროები გოლონის სიმაღლეებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა

როგორც ცნობილი ხდება, ხუთშაბათს, დილით ადრე 20 რაკეტა იქნა გაშვებული ირანის ისლამურ რევოლუციური გვარდიის კორპუსის ჯარისკაცების მიერ. შეტების შედეგად არავინ დაღუპულა.

ამ კვირის დასაწყისში ისრაელმა განაცხადა, რეგიონში ირანული ძალების უჩვეულო გააქტიურების შესახებ.

ისრაელის ჯარები მობილიზდნენ გოლონის სიმაღლეებზე სამხედრო მზადებისთვის, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობისთვის გახსნეს თავშესაფრები.

ისრაელის თავდაცვის ჯარებმა განაცხადეს, რომ განიხილავს ამ ინცინდენტს მთელი სერიოზულობით და ყველაზე მრავალფეროვანი სცენარისთვისაც მზადაა. წერს BBC.