თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების მხარე უნდა იყოს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სტეფანაკერტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის ვარიანტი უნდა გამოირიცხოს. თუ საერთაშორისო საზოგადოებას ყარაბაღის საკითხის მოგვარება სურს, როგორ წარმოგიდგენიათ ამის გაკეთება მოლაპარაკებების პროცესში ყარაბაღის მონაწილეობის გარეშე?“ - განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, სომხეთის არმია ინსტიტუციურად მაღალ დონეზე იმყოფება, ხოლო შეიარაღებული ძალების ყველა პრობლემა მთავრობისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი.