არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი მინისტრთა კაბინეტიდან იქნება თუ არა

არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი მინისტრთა კაბინეტიდან იქნება თუ არა

ჩვენ გვსურს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს შერჩეული იმ კრიტერიუმებით და იმ მოლოდინების მიხედვით, რომელიც საზოგადოებას აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბრისას განუცხადა.

თალაკვაძის თქმით, გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. 

"საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით შიდაპარტიული კონსულტაციები უკვე დაწყებულია. „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატს დაასახელებს ივლისის ბოლოს არაუგვიანეს აგვისტოს დასაწყისში. ჩვენი კანდიდატურა იქნება ძალიან ღირსეული და გამარჯვების მაღალი შანსებით. დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევას, ვინაიდან ეს არის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ ბოლო პირდაპირი არჩევნები, ასევე ჩვენ გვსურს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს შერჩეული იმ კრიტერიუმებით და იმ მოლოდინების მიხედვით, რომელიც საზოგადოებას აქვს",- განაცხადა თალაკვაძემ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არ დაუკონკრეტებია იქნება თუ არა კანდიდატი მინისტრთა კაბინეტიდან. 
"სხვა დეტალებს დღეს ვერ გეტყვით, ძალიან მოკლე ხანში კანდიდატს საჯაროდ წარვადგენთ",- განაცხადა თალაკვაძემ.