პარლამენტი მზად არის, განიხილოს ყველა ის ღონისძიება, რომელიც დამატებით შეიძლება დაეხმაროს ჩვენს ვეტერანებს ღირსეული ცხოვრების პირობების უზრუნველყოფაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლემენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ვაკის პარკში განუცხადა, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო.
„დღეს არის მსოფლიოს უდიდეს ბოროტებაზე - ფაშიზმზე გამარჯვების დღე. მინდა ეს დღე მივულოცო ყველას, განსაკუთრებით ჩვენს ვეტერენებს. მინდა, მათ მხნეობა და ჯანმრთელობა ვუსურვო. ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე ისტორიაში და ამ დღეს ვულოცავ ყველას. ჩვენი ვალია, რომ შევქმნათ ღირსეული პირობები თითოეული ვეტერანისთვის და ამისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ამისთვის კეთდება ბევრი რამ",- განაცხადა კობახიძემ.