პრეზიდენტის სასახლე უნდა შეესაბამებოდეს მის როლსა და ფუნქციას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, გამარჯვების შემთხვევაში "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი უნდა შევიდეს თუ არა ავლაბრის სასახლეში.
კობახიძის თქმით, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს საერთო კონსულტაციების საფუძველზე.
"ამ კონსულტაციებში უნდა იყოს ჩართული მომავალი პრეზიდენტიც. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულ უნდა იქნას ზოგადი პრინციპების საფუძველზე",- განაცხადა კობახიძემ.