ადგილი, სადაც „კავკასიის მთის ცენტრი“ აშენდება ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში

ადგილი, სადაც „კავკასიის მთის ცენტრი“ აშენდება ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში

არქიტექტორი, რომელიც „კავკასიის მთის ცენტრის“ პროექტზე იმუშავებს მსოფლიოში ცნობილ მთამსვლელთან, რაინჰოლდ მესნერთან ერთად სპეციალური ვიზიტით ეწვია სვანეთს და მესტიაში, ზურულდზე ის ადგილი დაათვალიერა, სადაც „კავკასიის მთის ცენტრის“ მშენებლობა იგეგმება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთამსვლელმა რაინჰოლდ მესნერმა და იტალიელმა არქიტექტორმა ვერნერ ჩოლმა პროექტის დეტალები განიხილეს.

„დღეს ჩვენ შევხვდით პრემიერ-მინისტრს და განვიხილეთ „კავკასიის მთის ცენტრის“ მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული პროცედურები. შევთანხმდით, რომ მშენებლობას დავიწყებთ 2019 წელს. დღესვე ვეწვიეთ ობიექტს. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ლამაზი ადგილია, ერთ-ერთი ულამაზესი მსოფლიოში, რაც კი მინახავს. ის გარშემორტყმულია საუცხოო მთებით. გამოვთქვამთ იმედს, რომ შევძლებთ ისეთი მუზეუმის აშენებას, რომელიც ჰარმონიულად შეერწყმება ამ ადგილს“, - ამის შესახებ ცნობილმა იტალიელმა არქიტექტორმა ვერნერ ჩოლმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვერნერ ჩოლი იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტორია, 2016 წელს კი, მას „წლის არქიტექტორის წოდება“ მიენიჭა.