საოცრება. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ძალიან დიდი სახელმწიფო მოღვაწე, რომელსაც ერთ-ერთი სამინისტრო აბარია, მაღალი რანგის ქალბატონის გაუპატიურებას შეეცადა. კონფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, მინიკაბაში გამოწყობილი სუსტი სქესის წარმომადგენელი საჯაროდ გაბახებას მისმა თანამეინახეებმა გადაარჩინეს.
თვითმხილველების თქმით, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლიდა, რომ არა კახური ღვინო, რამდენიმე დოქი და სექსუალური პოტენციალი. „რეზონანსის“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა შეზარხოშებულმა მინისტრმა ქეიფის დროს თავზე ღვინის ორი დოქი გადაიმტვრია. გუშინ კი ელიტარული სუფრის ყველაზე მომხიბლავ ქალბატონს გარეთ, სუფთა ჰაერზე გასეირნება შესთავაზა და სკანდალიც მოაწყო.
რაც „გასეირნების“ შემდეგ მოხდა, ალბათ, ბევრისთვის წარმოუდგენელი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ იმ მინისტრმა შესანიშნავად იცის, თუ რა მკაცრად ისჯება სექსუალური ძალადობა, თავისი ქვენა გრძნობების დაკმაყოფილებას მაინც ძალადობით შეეცადა.
აი, რას ყვება გაუპატიურებას და საჯარო სირცხვილს გადარჩენილი ქალბატონის ახლობელი: „როცა მან გასეირნება შესთავაზა, წინააღმდეგობა არც გაუწევია, რადგან სუფრაზე ყაყანი იყო.
გამოგიტყდებით, იმ ჩინოვნიკთან ერთად მეც ვყოფილვარ, მაგრამ მაშინ საკმაოდ წესიერად აღზრდილი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა.
ახლა კი, როდესაც მინისტრმა ჩემი დაქალი დერეფანში გაიყვანა, იგი მის გაუპატიურებას შეეცადა და რომ არა ყვირილი, ალბათ სექსუალურ ძალადობას ვერც ასცდებოდა“, - გვარ-სახელის გაუმჟღავნებლობის გარანტიით განუცხადა „რეზონანსს“ გაბახებას გადარჩენილი ქალბატონის მეგობარმა.
ასე რომ, ვისაც ჰგონია, თითქოს სახელმწიფო სტრუქტურებში ეგრეთ წოდებული „ცისფერები“ სჭარბობენ, უბრალოდ, ტყუილია. ერთი ქეიფის ერთმა სექსუალურმა ინციდენტმა ნათელი გახადა, რომ ქართველი მამაკაცები თავისი მამაკაცური ვალის მოსახდელად კვლავ მზად არიან.
მართალია, სამართალდამცავი სტრუქტურების ზოგიერთმა წარმომადგენელმა სურვილი გამოთქვა, რომ ღვინის, დოქებისა და დიდი მკერდის მოყვარული მინისტრი მკაცრად დასჯილიყო, მაგრამ მისი გავლენის გამო ეს საქმე ჩაიფარცხა.
თვითმხილველებმა პირზე კლიტე დაიდეს. თუმცა ინფორმაციამ ამ სექსუალური აფეთქების შესახებ ვიწრო წრეში მაინც გაჟონა, ხოლო მოძალადე მინისტრი შინაურულად გამოლანძღეს.