ნაცმოძრაობა ისტორიის სანაგვეზე!

ნაცმოძრაობა ისტორიის სანაგვეზე!

არც არაფერს ვხედავთ და არც არაფერი გვესმის. უზარმაზარი თხრილია ჩვენ, ქართველების წინ და აინუნშიაც არ მოგვდის. ამ თხრილის პირას ვდგავართ და საკმაოა ხელი გვკრან – და შიგ გადავიჩეხებით დედაბუდიანად (ილია ვჭავაძე)

მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში ერისა და სახელმწიფოს შექმნისა და განვითარების მთავარი პირობა იყო საკუთარი საარსებო სივრცის – მიწა–წყლის არსებობა და შენარჩუნება. უამრავმა ერმა და სახელმწიფომ ვერ გაუძლო საარსებო სივრცისათვის სამკვდრო–სასიცოცხლო ჭიდილს და მხოლოდ შემორჩენილი მატერიალური და წერილობითი ძეგლებითღა ახსენებენ თავს კაცობრიობას. მათ შორის არიან თავიანთ ეპოქებში ძლევამოსილი იმპერიებისა და უდიდესი კულტურის შემქმნელი ერები: ხეთები, ფინიკიელები, ეტრუსკები, ლათინები, მიდიელები, ურარტუელები, ძველეგვიპტელები და სხვები. რაღა შორს მივდივართ, ხუთიოდე საუკუნის წინ იმ დროისთვის მომთაბარე თურქმენულმა ტომებმა ერთიანად გააცამტვერეს აზია–ევროპის გზაშესაყარზე გადაჭიმული ქრისტიანული ცივილიზაციის ბურჯი – ბიზანტიის ათასწლოვანი იმპერია.

ანალოგიურად იავარიქნა ოქროზე დახარბებული ევროპელი კონკისტადორების მიერ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის აბორიგენული ხალხების: აცტეკების, ინკებისა და მაიას ტომების სახემწიფოებრივ–კულტურული კერები, რომელთა შემორჩენილი ძეგლები თავიანთი შთამბეჭდაობით გაოცებას იწვევენ თანამედროვეებში.

ქართველმა ერმა თავისი მრავალათეულსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე დიდი ჭირთა თმენითა და ბრძოლით, მიუხედავად მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგებისა, მოახერხა როგორც ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენა, ასევე ძირითადი ისტორიული მიწა–წყლის მომავალი თაობებისათვის შენარჩუნება.

XX საუკუნის ბოლოს რუსეთის იმპერიისგან თავდახსნილ ქართველ ერს გაუჩნდა დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის მშენებლობის ისტორიული შანსი. სამწუხაროდ, უკანასკნელ ოცწლეულში სახელმწიფოს სათავეში შევარდნაძისა და სააკაშვილის ანტიეროვნული პოლიტიკური ძალების ყოფნა ქართული სახელმწიფოებრიობისათვის დიდი დარტყმებით აღინიშნა – ამ ხელისუფალთა უნიათო, გაუაზრებელი და არადეკვატური სამხედრო–პოლიტიკური ავანტიურის შედეგად საქართველოს ჩამოეჭრა მისი ისტორიული ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სახით. თუ აღნიშნული ტერიტორიების დაკარგვის მიზეზები მაინც გარეშე მტერთან დაპირისპიორებაში არის საძიებელი, გაოცებასა და აღშფოთებას იწვევს ნაცრეჟიმის მიერ გატარებული ლიბერტიანული იდეოლოგიით გამართლებული ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის შედეგადაც ხორციელდება ქართული ეთნოსის მოსახლეობის გაღატაკებისა და უმიწაწყლოდ დარჩენის მზაკვრული გეგმა, რაც საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის აშკარა საფრთხის მომცველია. დავიჯეროთ, ნაციონალური ინტერესების დამცველ ხელისუფლებას, რაზეც თავს დებენ ნაცბობოლები, ჭკუა ვერ ასწავლა უკანასკნელ 20 წელიწადში საქართველოში, აზერბაიჯან–სომხეთში, იუგოსლავიაში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში მომხდარმა სასტიკმა ეთნიკურმა კონფლიქტებმა, რამაც აუნაზღაურებელი ადამიანური და ტერიტორიული დანაკარგები გამოიწვია?

საკამათო არ უნდა იყოს, რომ ეთნიკური კონფლიქტების საფუძველია ეროვნული უმცირესობების დიდი კომპაქტური დასახლებების მკვიდრი (აბორიგენული) ეთნოსისგან მოწყვეტილად არსებობა, რაც მათ კულტურულ–სახელმწიფოებრივ ინტეგრაციას ართულებს და საცხოვრებელი ქვეყნის მიმართ მოქალაქეობრივი გრძნობისა და ვალდებულებებისადმი უარყოფით განწყობებს იწვევს. აქედან გამომდინარე, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ისტორიულად ჩამოყალიბებული ისედაც რთული ეთნიკური შემადგენლობის მოსახლეობის პირობებში ხელისუფლების იმგვარი სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს ახალი ეთნიკური უმცირესობების მომრავლებას მკვიდრი მოსახლეობის მიწების დაკარგვისა და ჩამორთმევის ხარჯზე, ეროვნულად მოაზროვნე ქართველისათვის ღალატის ტოლფასი ქმედების შეფასებას იმსახურებს.

საქართველოს ხელისუფლებას ისიც ეყოფა, ავადგასახსენებლად ევროკავშირთან რომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ვალდებულება იკისრა ჩამოასახლოს ასი ათასობით ე.წ. თურქი–მესხი, რომელთა დიდი უმრავლესობა ეთნიკურად თურქად თვლის თავს, ხოლო სამცხე–ჯავახეთს, სადაც კომპაქტურად სურთ ჩასახლება, თურქეთის ძირძველ მიწად მიიჩნევენ.

ამას გარდა, ნაცმთავრობის ინიციატივით დამტკიცებული იქნა კანონპროექტები: „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ და „სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ კანონში ცვლებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, რომელთა მიხედვითაც ხელისუფლება აპირებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის კერძო საკუთრებაში გადაცემას, რაც 460 ათას ჰექტარს შეადგენს და მისი საერთო რაოდენობის 45%–ია. ამასთანავე, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის“ კანონის მე–2 მუხლის ცვლილებით სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან 5 კილომეტრის სიგანის სახმელეთო ზოლი ამოღებული იქნა სახელმწიფო ქონების იმ ნუსხიდან, რომელიც არ ექვემდებარებოდა პრივატიზებას.

ამრიგად, საქართველოსადმი დაპირისპირებულ გარეშე ძალებს ამ კანონების ხელშეწყობით თავისუფლად შეუძლიათ შეისყიდონ ათასობით ჰექტარი მიწის ნაკვეთი, როგორც საქართველოს მთელი მასშტაბით, ისე საზღვრისპირა ზოლში და მოაწყონ ფარული პლაცდარმები საქართველოს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობისა და პროვოკაციებისათვის. რატომღაც მარტო საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ვერ გრძნობს ვერანაირ საშიშროებას და ისეთ შეუსაბამო გადაწყვეტილებებს იღებს, თითქოს, გარეშე და შინაური მტრები უკვე ბოლომდე ალაგმულნი არიან და ჩვენი სახელმწიფო ჰარმონიულ გეოპოლიტიკურ გარემოცვაში იმყოფება.

საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული მიწის ფონდის შენარჩუნების შემთხვევაში საშუალება ექნებოდა მათზე დაესახლებინა ათასობით ეკოემიგრანტი აჭარიდან და სვანეთიდან, ასევე იმ ლტოლვილთა დიდი ნაწილი, რომლებიც მისივე მოწყობილი პოლიტიკური ავანტიურის შედეგად აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სოფლებიდან იქნენ გამოდევნილნი. ეს იქნებოდა ქართული მოსახლეობისგან დაცლილ რეგიონებში, მარნეულის, ბოლნისის, წალკის, გარდაბნის, ახალქალაქისა და სხვა რაიონებში დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრისკენ მიმართული ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯი. ამგვარი ღონისძიებების გატარება გამოიწვევდა მკვიდრ ეთნოსსა და სხვა ეთნიკურ ერთეულებს შორის გაუცხოების პრობლემის აღმოფხვრას, დაახლოებას ცხოვრების ყველა სფეროში, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალებისათვის სამოქმედო ასპარეზის შემცირებას, რაც საერთო ჯამში გააიოლებდა ეროვნული უმცირესობების საერთო სახელმწიფო ინტერესების სამსახურში ჩაყენებას და ხელს შეუწყობდა ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის საფუძვლების შექმნას.

ამის ნაცვლად ე.წ. ნაციონალურმა ხელისუფლებამ სოფლის მადლით სავსე ამ მშრომელ ხალხს წეროვანში და სხვა ადგილებში აუშენა საკონცენტრაციო ბანაკების ბარაკების მსგავსი მიწურები და სარეზერვაციო დასახლებებს დაამსგავსა მათი საცხოვრებელი არეალი. ბევრი მათგანი კი სრულიად უმიწაწყლოდ და უშემოსავლოდ სახელდახელოდ გარემონტებულ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებში შეასახლა ფოცხო-ეწერის მსგავსად. ამით, თითქოს, თავისი ვალდებულება მოიხადა ლტოლვილების მიმართ და ამავე დროს, დასავლელ პარტნიორებსაც ანგარიში ჩააბარა გრანტისა და შეღავათიანი სესხის სახით გადმოცემული იმ 4 მილიარდი დოლარის გახარჯვის საკითხში, რომელიც ლტოლვილებისთვის საცხოვრებე;ლი პირობების შექმნისთვის იყო გამოყოფილი. ამ თანხების ხარჯვაში რომ დიდ აფიორასთან გვაქვს საქმე, ამის დანახვა ზერელე ანალიზითაც შეიძლება. 4 მილიარდი საკმარისი იქნებოდა რომ 100 ათასი ლტოლვილისთვის თითოეულზე 40 ათასი დოლარის ხარჯი გაეწიათ. ამის მეხუთედიც რომ არ არის გამოყოფილი ლტოლვილებისთვის და აღნიშნული თანხები სრულიდ არამიზანშეწონილად არის გახარჯული ან მოპარული, იმედია, ამას ახალი ხელისუფლება გამოწვლილვით დაადგენს და ძმრად ადენინებს ამ ნაცჩინოვნიკებს გაუბედურებული ხალხის ხარჯზე გამდიდრებას.

******

ამ ანტიეროვნულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მინდა მოგითხროთ ქვეყნის ჭირზე მოფიქრალი ერთი ახლობელი კაცის რამდენიმე წლის წინ თავზე გადამხდარი ამბავი. მის ვინაობას არ გავამჟღავნებ, რომ ამ კრაზანებად გადაქცეული ნაცმაცუნების მხრიდან მის მიმართ მოსალოდნელი საფრთხის მიზეზი არ გავხდე.

ამ კაცმა ჩამოაყალიბა გარკვეული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც საქართველოს ავადმოსურნე მრავალი რჯულის მტერს საქართველოს დემოგრაფიული ექსპანსიით სურთ საქართველოს შუა ნაწილში გაკვეთა და ამის დასადასტურებლად ჩვენი ქვეყნის რუკის გადახედვაც საკმარისად მიაჩნია. იგი დამაჯერებლად მიმტკიცებდა, რომ მტერი წარმატებით ახორციელებს თავის შორსმიმავალ ჩანაფიქრს და ამაზე მეტყველებს უკვე საქართველოს ჩრდილოეთით მდებარე ცხინვალისა და ჯავის რეგიონის თითქმის სრული ათვისება უცხო ეთნოსის მიერ, სამხრეთით ამის დასტურია ახალქალაქის, მარნეულის, თეთრი წყაროსა და დმანისის რაიონების მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა. რომ არა გორისა და გორის რაიონის ქართული მოსახლეობის არსებობა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო შუაზე იქნებოდა გადაჭრილი და ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს შორის კავშირის გაწყვეტის საშიშროების წინაშე დავდგებოდითო. ამიტომ, მარტო გორის რაიონის იმედად რომ არ დავრჩეთ, აუცილებელია წალკის რაიონში შექმნილი ვითარების გამოყენება, რომელიც უკანასკნელ წლებში ბერძნებმა დატოვეს და ეს გამოთავისუფლებული ქართული ტერიტორია ისევ ქართული მოსახლეობით უნდა იქნას შევსებულიო.

აღნიშნული ჩანაფიქრის განსახორციელებლად ამ პიროვნებას ორგანიზაციული და ფინანსური კუთხით პროფესიონალურად მაღალ დონეზე შედგენილი პროექტი ჰქონდა მომზადებული.

ამ პროექტის გასაცნობად და მხარდასაჭერად იგი პირდაპირ ცხონებულ ბადრი პატარკაციშვილს მიადგა. - ბადრის მამა და მამაჩემი კარგი მეგობრები იყვნენ, ერთად გაიზარდნენ თბილისის ერთ უბანში და ერთმანეთის პატივისცემა სიცოცხლის ბოლომდე არ დაუკარგავთო. მეც ვიცნობდი ბადრის ბავშვობიდან, მაგრამ ის ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო და ამიტომ ახლო მეგობრობა არ გვაკავშირებდაო. ამიტომ ბადრისთან მისვლა უფრო მამაჩემის მამამისთან მეგობრობიდან გამომდინარე უფრო გავბედეო.
ამის შემდეგ მოვლენები ასე განვითარებულა: “ბადრის მისაღებში რამდენიმე საათი ვიჯექი, მაგრამ არ მეძახდნენ შესახვედრად. ბოლოს, მოთმინება რომ დავკარგე, მის მდივან ქალს ვუთხარი, გადაეცით ბადრის, რომ მამამისის ამა და ამ მეგობრის შვილი ვარ და თუ მიმიღებს ხომ კარგი, თუ არადა, ღმერთმა გაუმარჯოს-თქო. არ გასულა ოროდე წუთიც, რომ პატარკაციშვილი თავად გამოვიდა თავის კაბინეტიდან, ეტყობა მიცნო, გადამეხვია და მისაყვედურა, რატომ არ უთხარი მდივანს ვინც იყავიო. მოკლედ, მიკითხვ-მოკითხვის შემდეგ ჩემი პროექტი გავაცანი და მის განხორციელებაში ფინანსური თანადგომა ვსთხოვე. სხვათა შორის, ლაპარაკი იყო საწყის ეტაპზე 2000 ოჯახის ჩამოსახლებაზე, რომელიც დაახლოებით 8-10 მილიონი ლარის ხარჯს მოითხოვდა. მაშინ საქართველოდან ემიგრირებული ბერძნები საკუთარ სახლ-კარს და მიწის ნაკვეთებს სამი-ოთხი ათას ლარად ჰყიდნენ. ჩვენ აღრიცხული გვქონდა სოფლების მიხედვით ისინი და თანხების არსებობის შემთხვევაში უპრობლემოდ უნდა მომხდარიყო მათი შესყიდვა შემდგომში ქართული მოსახლეობის შესასახლებლად.

პატარკაციშვილს ღიმილი არ მოშორებია ამ პროექტის გაცნობისას და ბოლოს მითხრა, რომ მე, უმრავლეს შემთხვევაში ფულს პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად მთხოვენ და ასეთი კარგი საქმისთვის გვერდით როგორ არ დაგიდგები, სხვისი არავის ძებნა არ გჭირდება, მას ფინანსურად მთლიანად მე ავიღებ ჩემს თავზეო, მაგრამ ამხელა საქმეს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ვერ გავაკეთებთ, ჩავაყენებ სააკაშვილს საქმის ყურში და წინ ვერაფერი დაგვიდგებაო. დიდი იმედებით გამოვბრუნდი პატარკაციშვილის კაბინეტიდანო.

რამდენიმე დღეში პატარკაციშვილს კვლავ შევხდი. მან დათრგუნული ხმით მიამბო სააკაშვილთან შეხვედრის დეტალები, რომ პირადად გააცნო მას აღნიშნული პროექტი და მისი მნიშვნელობაც საქართველოსთვის, მაგრამ მისი რეაგირება იყო მისთვის სრულიად გასაოცარი. - ეგ რამ გაფიქრებინათო, თქვენ პოლიტიკურად სტაბილურ რეგიონში ეთნიკური კონფლიქტის წარმოშობის კერები გსურთ შექმნათო. ქვეყნის დემოგრაფიული განსახლება ბუნებრივი პროცესია და მასში უხეში ჩარევა სახელმწიფოებრივად საშიშიაო. მოკლედ, დიდი უარი მტკიცა და თან გამაფრთხილა, თვითნებურად არც კი იფიქროთ მაგ გეგმის განხორციელებაო. ასე ჩაფლავდა ეს საშვილიშვილო ქართული საქმე, რომლის აღსასრულებლად ხელისუფლებისგან არც დაფინანსება და არც სხვა ძალისხმევა გვჭირდებოდა, გარდა ნებართვისა და ხელის არ შეშლისაო”.
******

სააკაშვილი, ჩვენს მიერ სამართლიანად „ჩოყლაყად“ წოდებული, ბოლო წლებში ბათუმსა და აჭარაში 50 ათასზე მეტი თურქის ჩასახლებას, ქუთაისში 3000 ჩინელის დასასაქმებლად ინდუსტრიული ზონის შექმნას და მათთვის საცხოვრებელი სახლების აშენებას, ასობით აფრიკელი ბურისთვის ათასობით ჰექტარი ნაყოფიერი ქართული მიწა-წყლის ჩალის ფასად მიყიდვას, რაც ხორციელდება ნაცხელისუფლების მთავრობის უშუალო ხელშეწყობითა და ზოგჯერ დაფინანსებითაც კი, მთავრობის წევრების უცხოეთში წანწალს იმ მიზნით, რომ ასი ათასობით ჰექტარი ქაართული მიწები უცხოელებს შესთავაზონ და გაყიდონ, ბუნებრივ დემოგრაფიულ პროცესებს უწოდებს, ხოლო ქართველების მშობლიურ მიწა-წაყალზე დასახლების პროექტებს ეთნიკური კონფლიქტების გამომწვევ მიზეზად მიიჩნევს. რა ჰქვია ამას, თუ არა არაეროვნული მსოფლხედველობით ქვეყნის დაღუპვის პოლიტიკა, რასაც, თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, კარგად დაგეგმილი სახელმწიფო ღალატი შეიძლება ვუწოდოთ.
ამასთან დაკავშირებით მინდა მოვიყვანო ქვეყანაზე გულშემატკივარი ქართველი პროფესორის, ბატონ პააატა კოღუაშვილის ინტერვიუდან ერთი ამონარიდი:

“იმიგრაციული ნაკადების უკონტროლობა და საქართველოს მოქალაქეების უკიდურესი გაღარიბება უკვე იმის სრულიად რეალურ საფრთხეს ქმნის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის დიდი ნაწილი სხვა სახელმწიფოების მოქალაქეთა ხელში აღმოჩნდება. თან ეს ქვეყნები (ჩინეთი, ინდოეთი, არაბეთის ზოგიერთი სახელმწიფო, ისრაელი), რომლებიც უკვე გამოხატავენ ქართული მიწით დაინტერესებას, გამოირჩევიან ჭარბმოსახლეობით და მცირემიწიანობით. საქართველოს მოქალაქეთა პროტესტის შესამსუბუქებლად არის მცდელობა, ეს პროცესი ინვესტიციების მოზიდვით გაამართლონ, თანაც გვმოძღვრავენ და გვამშვიდებენ: «მიწას ზურგზე ხომ არ მოიკიდებენო». არ მოიკიდებენ, მაგრამ ამ მიწაზე დამკვიდრდებიან და ძალიან დიდი რაოდენობითაც, თუ დროზე არ მოვედით გონს, რადგან ამ ქვეყნების დემოგრაფიული და ეკონომიკურ-საფინანსო პოტენციალი იძლევა ვითარების დროის უმოკლეს პერიოდში შეცვლის პროგნოზს. ეს საშიში პროცესი შედარებით წყნარად და უხმაუროდ მიმდინარეობს, მაგრამ თავისი მნიშვნელობით ქვეყნის ვინაობისა და რაობის დაკარგვის ტოლფასია”.

ლიბერალურ-გლობალისტური იდეოლოგიით დაზომბირებული ზოგიერთი ანტიეროვნული ელემენტი გვიმტკიცებს, რომ მსოფლიოში შრომითი ძალების თავისუფალი მიმოქცევა გარდაუვალი პროცესია, პროგრესული მოვლენაა და ამას ჩვენც ვერ გავექცევითო. არადა, სწორედ დემოკრატიული დასავლეთის ქვეყნები საკმოდ მკაცრი საკანონმდებლო ბარიერებით ეღობებიან საკუთარი ქვეყნების ეროვნული შემადგენლობის რადიკალურ ცვლილებებს და უცხო ქვეყნებიდან მასობრივი ემიგრაციის შეზღუდვის პოლიტიკას ატარებენ. ამ მიზნით საოცრად მაღალი ჯარიმებია დაწესებული ევროპის ქვეყნებში უნებართვოდ მყოფი პირებისათვის ანაზღაურებადი სამუშაოს მიცემისათვის. მათი ქვეყნიდან დეპორტირება კი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა.

აღნიშნულ დემოკრატიულ ქვეყნებში სახელმწიფო განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხს. ამავე დროს, მთელი პასუხისმგებლობით უნდა ითქვას, რომ არცერთ თანამედროვე ქვეყანაში, უმცირესი გამონაკლისის გარდა, მიწაზე საკუთრება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და ის რეგულირდება სხვადასხვა ნორმატიული აქტით. მაგალითად, ევროკავშირის რიგ ქვეყნებში, სახელმწიფო დონეზე (ირლანდია, ჩეხეთი) იკრძალება ან იზღუდება სასოფლო სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გადაცემა. აღსანიშნავია ისიც, რომ თვით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორისაც შეიძლება იყოს ამგვარი შეზღუდვები, რისი მაგალითიც არის ირლანდიის კანონმდელობა. ამ ქვეყანაში 7-წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო იმისათვის, რათა მიწის შეძენის მსურველმა განცხადებით მიმართოს მიწის კომისიას. საფრანგეთში შეზღუდულია ვენახების და განსაკუთრებით, დიდი ფართობის შეძენა. აშშ-ში რაც უფრო სასოფლო-სამეურნეო მიმართულებისაა შტატის ეკონომიკა, მით უფრო მკაცრია აკრძალვა, უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის სრულ აღკვეთამდე. ამის შედეგია ის, რომ აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 1 %-ზე ნაკლები ეკუთვნის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც, ძირითადად, ევროპელები და კანადელები არიან.

საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე სასოფლო სამეურნეო მიწის მიყიდვას, მაგრამ საქართველოს მანქურთმა ხელისუფლებამ აქაც მონახა გამოსავალი და პრეზიდენტისთვის მინიჭებულ ექსკლუზიურ უფლებას, რომელიც ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის თითქმის უკონტროლოდ საქართველოს მოქალაქეობის ჩუქების უფლებას, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ იყენებს. ამ უფლებამოსილებით დე ფაქტო პრეზიდენტი საქართველოს მოქალაქეობის მიღების ისედაც გაიოლებულ პირობებს სრულიად არ ითვალისწინებს და საქართველოს მოქალაქეობას ლამის ყველა უცხოელ მსურველს გადასცემს.

საქართველოს სინგაპურიზაციის პროცესი, რასაც შეგვპირდა ნაცრეჟიმი, აჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს. ხელისუფლებას გამიზნული აქვს მიიღოს კანონი, რომლის მიხედვითაც დაუმუშავებელი მიწები ჩამოერთმევა მის მეპატრონეს და სახელმწიფო მას შემდგომ გაყიდის ნებისმიერ მყოდველზე. 2003 წლიდან დღემდე სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის გაუსაძლისი პირობების ხელოვნურად შექმნის გამო (საწვავისა და სასუქების არადაექვატური გაძვირება, სასოფლო ტექნიკისა და სარწყავი არხების გამოყენების შეუძლებლობა, პროდუქციის გასაღების ბაზრის გლეხობისთვის დაკარგვა) დაუმუშავებელი მიწების რაოდენობა გახდა მიწების საერთო რაოდენობის 70%, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიწების დიდი ნაწილი ქართველი გლეხობისთვის ჩამორთმევის საშიშროებისა და უცხოელთათვის გადაცემის საფრთხის წინაშე დგას.
******

ამჟამად ქვეყანა საპარალამენტო არჩევნების მოლოდინშია და ამიტომ ამ აშკარად მოღალატური კანონის მიღება და მისი განხორციელება შეაყოვნეს რეგიონებში არჩევნებზე მათთვის მძიმე შედეგების მიღების შიშით, მაგრამ თუ ნაცელიტამ კვლავ მოიპოვა სახელისუფლო ბერკეტები, მაშინ ისე გამოაცლიან ქართველობას მისი არსებობის საფუძველს - მიწას, რომ სინდისი შუბლის ძარღვსაც კი არ შეუტოკებთ.

ქვეყნის მომავლით დაინტერესებული ადამიანი, ალბათ, სვამს კითხვას, თუ რატომ დაადგა ნაციონალურის სახელის მქონე პოლიტიკური ძალა ამგვარ აშკარად აგრესიულ ანტიეროვნულ პოლიტიკას, რომელიც, თავისთავად, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებს ეწინააღმდეგება. ბევრისთვის შეიძლება ნაცნობი თემა იყოს, მაგრამ გამეორება მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარება ნაციონალური მოძრაობის ანტიქართულ საქმიანობაში, აუცილებლად მიმაჩნია.

ჩემი ანალიზით, ეს არის საქართველოში გლობალისტურ-მასონური იდეოლოგიის მატარებელი ორგანიზაციის ე.წ. “თავისუფლების ინსტიტუტის” დამსახურება, რომლის წიაღში წარმოიშვა ის ანტიეროვნულ-დესტრუქციული მსოფლხედველობის პოლიტიკური კადრები რამიშვილ-სააკაშვილ-ბოკერია-მერაბიშვილ-ჭიაბერაშვილ-უგულავასა და სხვათა სახით, რომლებმაც შექმნეს პოლიტიკური პარტია - ნაციონალური მოძრაობა. ისინი მსოფლიოში ეროვნული საწყისისგან სრულიად დაშორებული ადამიანის სრული თავისუფლებისა და უფლებების იდეოლოგიის მატარებლები არიან და მასთან სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შეჯახებისას ადამიანის ზოგად ინტერესებს წინა პლანზე აყენებენ სახელმწიფოებრივი ინტერესების შელახვის ხარჯზე. ამის, რა თქმა უნდა, არიან თეორიული მიმდევრები, თორემ პრაქტიკულად უკონტროლო ძალაუფლების ხელში ჩაგდების მანიით შეპყრობილი ადამიანთა კლანია, რომლისთვისაც მიზანთროპია უფრო ახლობელია, ვიდრე ჰუმანიზმი და კაცთმოყვარეობა. ამიტომ, რეალურად ნაცხელისუფლება, გლობალისტური, საზღვრების გარეშე და ერთი მთავრობის მორჩილებაში მყოფი მსოფლიოს იდეოლოგიის გვარდიის როლს ასრულებს და სურს საქართველო ამ გლობალისტური ექსპერიმენტის მსხვერპლად აქციოს.

******

ისტორიული პარალელების გავლება სწორი დასკვნების მიგნების საშუალებად ითვლება. ნაციონალური მოძრაობა თავისი იდეოლოგიური და პოლიტიკური მმართველობის არსითა და ამ მმართველობის შედეგებით ძლიერ ჰგავს მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოს სოც-დემოკრატიული პარტიის ორივე განაყოფს: მენშევიკურსა და ბოლშევიკურს. განსხვავება, რა თქმა უნდა, არის ამ იდეოლოგიების სოციალურ მიმართულებებში, მაგრამ ის რომ სოციალიზმი და ლიბერტიანული გლობალიზმი არის მსოფლიო ბატონობის იდეით შეპყრობილი ადამიანების ტვინში მოხარშული იდეოლოგიები, რომლებიც ნაციონალური საკითხისადმი მტრული განწყობით გამოირჩევიან, ეს საქმეში ჩახედული ადამიანისთვის სადაო არ უნდა იყოს. სწორედ ამ ნაციონალური საკითხისადმი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ჯერ მენშევიკებმა ვერ მოახერხეს სუვერენული სახელმწიფოს შენარჩუნების აუცილებლობის გათავისება და ამიტომაც ასე სამარცხვინოდ დამარცხდენენ თავიანთი იდეური ძმების ბოლშევიკი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლაში. შემდგომ, იმ ბოლშევიკ დამპყრობლებშიც რომ ქართველი ბოლშევიკები უმთავრეს როლს ასრულებდნენ, ესეც ხომ ისტორიული სიმართლეა. მხოლოდ ამგვარ, ეროვნულისგან სულგამოცლილ ავადმყოფური იდეოლოგიით შეპყრობილ ადამიანებს შეეძლოთ საკუთარი სამშობლოსათვის თავისუფლების წართმევაში მიეღოთ აქტიური მონაწილეობა.

დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ ის გლობალისტური სოციალისტურ-კომუნისტური იდეოლოგია, რომლის მძლავრ ბურჯს წარმოადგენდა საქართველოს მენშევიკური და ბოლშევიკური პარტია, რომელსაც თავგანწირვით ემსახურებოდა ამ იდეოლოგიით ტვინმოწამლული ათიათასობით ქართველი, რომელთა ანტიქართულ მოღვაწეობას თითქმის ერთი საუკუნით შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობა, ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდა და ამ ქართველთა სისხლიც და ოფლიც აშკარა გახდა, რომ ძირითადად საქართველოს მტრობას მოხმარდა, ხოლო თავად ისტორიაში საქართველოს მოღალატეების სახელით შევიდნენ.

ეროვნული პრობლემებისადმი ასეთივე ნიჰილიზმით აღსავსე პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელია ნაციონალური მოძრაობაც და მისი ხელისუფლებაც. ამიტომ, ამ ლიბერტიანული გლობალისტურ-მარიონეტული პოლიტიკის გატარების შედეგია გეოპოლიტიკური საშიშროებისადმი ის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რამაც ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მტკივნეული საკითხი კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა.

დემოგრაფიული კატასტროფა, რომელიც მზადდება ნაცრეჟიმის ლაბორატორიაში, ეს უკვე ქართული სახელმწიფოებრიობისათვის მეორე მომაკვდინებელ დარტყმა იქნება, რომელიც ჯერ სრულ დაინვალიდებას, შემდგომ კი სიკვდილს უქადის ქართველ ერს.

ამიტომ, ქართველი ხალხის დღის წესრიგში დგას გააცნობიეროს ის დიდი საშიშროება, რომელიც მის მომავალს ემუქრება და პერსპექტივის თვალსაზრისით კომუნისტურის მსგავსად ასევე დასაღუპად განწირულ ლიბერტიანულ-გლობალისტური იდეოლოგიის ინტერესების სამსახურში ვიწრო მერკანტელური მიზნებით ჩამდგარ ნაცხროვას, რომელიც ეროვნული სახელმწიფოებრიობისა და თვითმყოფადობის წინააღმდეგ მებრძოლ ძალად იქცა, ოქტომბრის არჩევნებზე განაჩენი გამოუტანოს და შემდგომ მისი შედეგების დაცვით ისტორიის სანაგვეზე კუთვნილი ადგილი მიუჩინოს.