კარგა ხანია ცნობილია, რომ ჯენიფერ ლოპესი სულაც არ არის ისეთი მხიარული და კონტაქტური ადამიანი, როგორც შეიძლება მასზე ზოგადი წარმოდგენა არსებობდეს. ჯენიფერის უჟმურობაზე და სიჯიუტეზე ჰოლივიდელი მსახიობებიც ხშირად საუბრობენ და კინო თუ მუსიკალურ პროდიუსერებსაც უთქვამთ, რომ ჯეი ლოსთან მუშაობა მათთვის ნამდვილი კოშმარია.
სხვებთან ერთად, ჯენიფერ ლოპესს საკუთარი ქმარი – მარკ ენტონიც გაწამებული ყავს. მარკს არ სურს, რომ მისმა ცოლმა ფილმების გადაღების დროს, ე.წ. საჩოთირო სცენებში მიიღო0ს მონაწილეობა, მაგრამ ჯენიფერი ყველაფერს პირიქით აკეთებს და ეს ოჯახური კონფლიქტის მიზეზიც არაერთხელ გამხდარა.
ფილმში – "გეგმა ბ" ლათინოამერიკელმა პოპ–ვარსკვლავმა და მსახიობმა მონაწილეობა მიიღო რამოდენიმე საკმაოდ "ცხელ" სცენაში. სცენები სრულიად გამართლებულია სიუჟეტით, მომღერალი ხომ ასრულებს ქალის როლს, რომელსაც დაფეხმძიმება სურს.
მარკ ენტონის მეუღლის სანახავად გადაღებებზე მისვლა უნდოდა, მაგრამ მოულოდნელად მკაცრი უარი მიიღო. აღმოჩნდა, რომ ზუსტად იმ დღეს ჯეი ლოს ფილმის პარტნიორი უნდა ეცდუნებინა. მომღერალი არ იყო დარწმუნებული, რომ ენტონი ნორმალურად მიიღებს ამ სიტუაციას. მომღერალმა თავისი საქციელი მერე იმით გაამართლა, რომ ქმარს არ მოეწონებოდა ეს სიტუაცია და არ უნდოდა გაებრაზებინა ამით, თუმცა მომღარალს ის კი არ უთქვამს, რომ მარკ ენტონი ჯენიფერის სიჯიუტემ რომ უფრო მეტად გააბრაზა.