ბარამიძეს დსთ-დან გამოსვლა არ უნდა

ბარამიძეს დსთ-დან გამოსვლა არ უნდა

„დღეს ჩვენ ვერ მივიღებთ დსთ-დან გამოსვლის გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, ეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხით არ ემუქრება.

ეს არის ტრიბუნა, რომლითაც ჩვენ დსთ-ს ქვეყნებს ვუკავშირდებით და შეძლებისდაგვარად, რუსეთზე გავლენას ვახდენთ“, - განაცხადა პარლამენტის გუშინდელი ბიუროს სხდომაზე გიორგი ბარამიძემ.

კითხვაზე, რატომ ვერ, ან არ ხედავს სმკ დსთ-დან გამოსვლის საჭიროებას, ფრაქცია „სახალხოს“ ლიდერმა, მამუკა გიორგაძემ აღნიშნა, რომ დსთ-ში ყოფნა სმკ-სთვის მომგებიანია, რადგან ამით ხელისუფლებაში ყოფნას იხანგრძლივებენ.

„მეორეც, ისინი ვიღაც-ვიღაცეებისგან დავალებულები არიან...“ მისივე თქმით, ამ ხელისუფლების არსებობა საქართველოს ამდენ უბედურებად, ნამდვილად არ ღირს.