“სააკაშვილთან დისკომფორტს არ ვგრძნობ“

“სააკაშვილთან დისკომფორტს არ ვგრძნობ“

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, კიდევ ერთი ახალი, მაგრამ ნაცნობი სახე შეემატა.

გუშინ „ნაციონალების“ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, „ტრადიციონალისტთა კავშირის“ აწ უკვე ყოფილი წევრი მაია ნადირაძე წარუდგინა.

საინფორმაციო სააგენტო „მედია-ნიუსი“ მაია ნადირაძეს გაესაუბრა და მისგან შეეცადა, გაეგო  ამ გადაწყვეტილების მიზეზები.

იცოდა თუ არა ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარემ აკაკი ასათიანმა თქვენი გადაწყვეტილების შესახებ, თუ ეს ისეთივე სიურპრიზი იყო მისთვისაც, როგორც საზოგადოებისთვის?

- მიყვარს როცა ასეთ შეკითხვას მისვამენ. რანაირად შეიძლება მოხდეს ის, რომ ადამიანმა, რომელთანაც 10 წელი გაატარე, არაფერი იცოდეს ამ გადაწყვეტილების შესახებ. რაღა თქმა უნდა, აკაკიმ იცოდა და ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემს. მე არც ჩემი დამოკიდებულება სამყაროსადმი და არც იდეოლოგია შემიცვლია. ვთვლი, რომ ეხლა გააქტიურებაა საჭირო.

არავითარ დისკომფორტს არ ვგრძნობ მიხეილ სააკაშვილთან. პარტიის ლიდერისთვის ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას სხვა დატვირთვა აქვს, ჩემს შემთხვევაში - სხვა.

რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში დარჩენა?

ბევრი ვიფიქრე ამაზე. 1994 წლიდან პოლიტიკაში ვარ და ვფიქრობ, ეს საქმე არც თუ ისე ცუდად გამომდის. ვახერხებ ჩემი პოზიციის დაცვას.

ერთიან  ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანების მომხრე „ტრადიციონალისთა კავშირიც“  იყო. რამ განაპირობა თქვენი ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება?

- ეს ძალიან რთული პროცესია, ეს არ არის დაბადების დღეზე წასვლა. გაერთიანების პროცესი ლიდერების დონეზე ხდება. ეს ძალიან რთულია.პარტია არ არის ერთი და ორი ადამიანი. პარტია არც მხოლოდ ლიდერია. „ნაციონალების“ და „ტრადიციონალების“ გაერთიანების პროცესი ძალიან მინელდა და მივიჩნევ, რომ ის ნაბიჯი გადამედგა, რაც გადავდგი.

თქვენი წამოსვლა „ტრადიციონალისტთა კავშირიდან“ რაიმე კონკრეტულ საკითხზე უთანხმოებამ ხომ არ გამოიწვია?

- არა, ასეთი რამ არ მომხდარა.

ნაციონალებში“ თქვენი გადასვლით ხომ არ ჩნდება იმის შანსი, რომ მოხერხდეს იმ დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა, რისი მომხრე „ტრადიციონალისტებიც“ იყვნენ?

- როდესაც რამოდენიმე ადამიანს დიდი ამბიციები აქვს, იქ ძნელია შეთანხმების მიღწევა