მიწისძვრით დაზარალებულები ისანი-სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს - მიხეილ მაჭავარიანს მათი კუთვნილი ბინების მითვისებაში ადანაშაულებენ.
მიწისძვრით დაზარალებულთა განცხადებით, სახელმწიფომ მათ საკომპენსაციოდ, კუთვნილების დამადასტურებელი ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე გადასცა ბინები, რითაც მიხეილ მაჭავარიანმა ისარგებლა და ეს ბინები საკუთარ ახლობლებსა და ნათესავებს დაურიგა.
გუშინ სახელმწიფო კანცელარიასთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები ცენტრალური ბიუჯეტიდან კუთვნილი თანხების მიღებას და სახელმწიფო მინისტრის მოადგილესთან აკაკი ზოიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი გზების გადაკეტვას და მშრალი შიმშილობის დაწყებას აპირებენ.