„რუსთავში მცხოვრები მამაკაცების დიდ რაოდენობას იმპოტენცია აწუხებს“, - თქვა მწვანეთა ცენტრალური საბჭოს თავმჯდომარე ნანა ნემსაძემ.
იგი თვლის, რომ ეს არის რუსთავის ქარხნების მიერ ჰაერის დაბინძურების შედეგი. განსაკუთრებით სახიფათოა საწარმო „აზოტი“, რომელიც გამოყოფს აზოტის ორჟანგს. ნანა ნემსაძემ თქვა, რომ თბილისის ანთროპოლოგიური კაბინეტების პაციენტების 80 პროცენტს რუსთაველი მამაკაცები შეადგენენ. აუცილებელია წარმოების ტექნოლოგიის შეცვლა ან აზოტში ფილტრების დაყენება, მაგრამ ორივე ეს ღონისძიება ძვირი ჯდება.