დაახლოებით ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მსახიობი და რეჟისორი – ზაზა კოლელიშვილი, 90–იანი წლების ერთ–ერთი ყველზე პოპულარული ფილმის – “გარიგების“ მეორე ნაწილის, იგივე “გარიგება 2“–ის გადაღებას აპირებდა. სიტყვა საქმედ იქცა და კახეთში, კერძოდ კი, თელავის რაონის სოფელ აკურაში, გადაღებები მართლაც დაიწყო.
აღნიშნული ფილმის პირველ ნაწილში მონაწილე მთავარი გმირები მარო (ნანული სარაჯიშვილი) და მიტო (ზაზა კოლელიშვილი) ისევ მთავარი გმირების ამპლუაში მოგვევლინებიან, თუმცა მათ გარდა, ფილმს ახალი გმირებიც დაემატება.
ფილმ “გარიგების“ სიუჟეტი, კახეთში ვითარდება. უშვილო ცოლ ქმარის, (რომლებიც ფილმის მთავარი გმირების არიან) ცხოვრება მას შემდეგ შეიცვლება, რაც ცოლი გადაწყვეტს, რომ თავისი ქმარი ძმად გაასაღოს და თბილისში, ერთ–ერთ ცნობილ ექიმ ქალს “გაურიგოს“. ამ გარიგების მიზანი წმინდა მერკანტილურია, რადგან მაროს მიზანია, რომ შეძლებულ ექიმს რაც შეიძლება ბევრი ფული დასცინცლონ. მაგრამ, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდება.
მიტოს მართლა შეუყვარდება თავისი მეორე ცოლი, რომელთანაც შვილიც ეყოლება და ფულის იოლი გზით შოვნაზე მეოცნებე პირველ ცოლს სულ ადვილად მიატოვებს. ფილმის ერთ–ერთი მთავარი ლაიტმოტივი, მიტოს მუსიკალური ნიჭია, რომელიც სოფელში ბევრისათვის დაცინვის საგნად არის ქცეული. დედაქალაქში კი, კახელი მიტო ცნობილ მუსიკოსად ჩამოყალიბდება და გასტროლებზე ნიდერლანდებშიც კი დადის.
ზაზა კოლელიშვილი და მისი ჯგუფი ჯერჯერობით არ ამხელენ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ფილმის მეორე ნაწილში, თუმცა აცხადებენ, რომ პირველ ფილმში ცოლ–ქმარი მიტო და მარო ერთმანეთს ისევ შეხვდებიან, თუმცა რა გარემოში და ამპლუებში, ამას საიდუმლოდ ტოვებენ. გადაღებების დასრულება წელსვეა ნავარუდევი, ფილმი კი ეკრანებზე სავარაუდოდ, 2011 წლის ზაფხულში გამოჩნდება.