მოდის კვირეული მოდის

მოდის კვირეული მოდის

ქართული მოდის კვირეულმა უკვე ტრადიციის სახე მიიღო. წლევანდელი საშემოდგომო მოდის კვირეული დღეს გაიხსნება და 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ამ კვირეულს ოფიციალურად – Georgian Fashion Week ჰქვია და უკვე მეორედ იმართება. ჩვენებები სამ სივრცეში მოეწყობა: რუსთაველის თეატრის მცირე, სამეჯლისო და საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზებში.

მოდის კვირეული, ცნობილი ქართველი დიზაინერის –  “ავთანდილის“ ჩვენებით გაიხსნება, რომელიც მეტეხის ხიდზე, ღია ცის ქვეშ შედგება. ჩვენებებს, ქართველი დიზაინერების გარდა, ოთხი ცნობილი უცხოელი დიზაინერიც (ძირითადად უკრაინიდან ჩამოსული) გამართავს. ესენი არიან: გასპარ იურკიევიჩი, მოდის სახლი A-Lab Milano, ლილია პუსტოვიტი და ანდრე ტანი.

ღონისძიებას უცხოური პრესის ისეთი ცნობილი ჟურნალები გააშუქებენ, როგორიცაა:  Vogue, L’officie, Dazed and Confused და მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბლოგის, Face Hunter -ის ავტორი აივან როდიჩი.

მოდის კვირეულს დაესწრებიან ცნობილი “ბაიერები“, სტილისტი კეტრინ ბაბა და საფრანგეთის pret-a-porter -ს ფედერაციის პრეზიდენტი ჟან პიერ მოშო. ასევე ჩამოდის ბერძნული Vogue-ს მთავარი რედაქტორი პივოს ისტავრიოგლუ. ჩვენებებს დადგამს რეჟისორი ქევინ ოუკსი, რომელიც წლების განმავლობაში თანამშრომლობს წამყვან მოდის სახლებთან. After party გაიმართება კლუბებში: “Bamba Rooms“,“Missoni“,“Guru“.