პოპულარული ბრიტანელი მწერალი ქალი – ჯოანა როულინგი, რომელმაც მსოფლიოში სახელი ჰარი პოტერის შესახებ დაწერილი შვიდწიგნეულით გაითქვა, ერთ–ერთ ინგლისურ თოქ–შოუში განაცხადა, რომ იგი კარგა ხანია რაც თვითმკვლელობაზე ფიქრობს და არ არის შორს ის დრო, როდესაც თვითმკვლელობას რეალურად ჩაიდენს. როულინგის ამ განცხადებამ მისი ფანები, რომლების მთელს მსოფლიოში ჰყავს, სრულ შოკში ჩააგდო.
ჯოანა რომ ღრმა დეპრესიით იტანჯებოდა, ეს ფაქტი კარგა ხანია ცნობილი იყო იყო ლიტერატურის მოყვარულთათვის, თუმცა აქამდე თვითმკვლელობის შესახებ მწერალს არასოდეს განუცხადებია.
არსებობს ვარაუდი, რომ როულინგის დეპრესიის მიზეზი ჰარი პოტერის შესახებ დაწერილი შვიდწიგნეულის დასრულებაც არის. როულინგი ამბობდა, რომ მას დაწყებული ჰქონდა ორი ახალი რომანის წერა, თუმცა “პოტერის“ შემდეგ, სხვა ნაწარმოებებზე მუშაობა ძალიან უჭირდა და დარწმუნებული არ იყო, რომ დაწყებული რომანების დასრულებას შეძლებდა.
ჯოანა როულინგი დღეს მილიონერ მწერალთა ათეულში შედის. მისი ქონება 519 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს, თუმცა მწერალი ფუფუნების მოყვარულ და მხარჯველ ადამიანად არ ითვლება. იგი ყოველთვის წუწუნებდა, რომ მას არ მოსწონდა პოპულარობის ის მასშტაბები, რაც “ჰარი პოტერის“ დაწერამ მოუტანა და დარდით იხსენებდა იმ დროს, როდესაც ქუჩაში მშვიდად და დაცვის გარეშე დადიოდა.