კოსტა-რიკაში

კოსტა-რიკაში "MISS TEENAGER OF UNIVERSE 2010"-ზე საქართველოს მარიამ დონაძე წარადგენს

დღეს, კოსტა-რიკაში  დაგეგმილ "Miss teenager of Universe 2010"-ის კონკურსში ქარელის რაიონის სოფელ ცერინოსში მცხოვრები მარიამ დონაძე მიიღებს მონაწილეობას.

როგორც "პირWელს" შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კონკურსში მონაწილეობის უფლება მარიამმა მას შემდეგ მიიღო, რაც 2009 წლის 5 დეკემბერს გამართულ კონკურსზე "მის თინეიჯერის" სტატუსი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ "Miss teenager of Universe 2010"-ში მონაწილეობისა და კოსტა-რიკაში გამგზავრებაში მარიამ დონაძეს შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია და ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა დაეხმარნენ.

კონკურსის შედეგები დღესვე გახდება ცნობილი.