“მოჯადოებული“ არის ყველა დროის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული სატელევიზიო შოუ, რომელიც გადიოდა ახლა უკვე დახურულ ტელე-არხ WB-ზე, 8 წლის განმავლობაში (8 სეზონი). შოუ პირველად ეთერში გავიდა 1998 წლის, 17 ოქტომბერს. იგი გამოშვებულია აარონ სპელინგის მიერ, რომელიც მოგვითხრობს სამი დის შესახებ. ისინი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და კეთილი გრძნეულები არიან, მთელი ზებუნებრივი სამყაროსთვის ცნობილი როგორც “მოჯადოებულები“, დანარჩენი ყველასთვის კი ჰოლიუელები.
"მოჯადოებულის ისტორია სამი დით იწყება – ფრუდენს, ფაიფერითა და ფიბით – რომლებიც შეიკრიბნენ იმ ექვსი თვის შემდეგ, რაც მათი ბებია გარდაიცვალა. თავის სახლში დაბრუნებული, უმცროსი და ფიბი, იპოვნის ძველ წიგნს – "აჩრდილებთა წიგნი" - სხვენში. ინსენტაციის წაკითხვის შემდეგ, წინასწარმეტყველება ახდება. უცნაური და სახიფათო შემთხვევები იწყება, რაც საბოლოოდ მათ დაარწმუნებს რომ ისინი გრძნეულები არიან.
ისინი ასევე გაიგებენ რომ არა მხოლოდ ზებუნებრივ ძალას ფლობენ, არამედ არიან უძლიერესი გრძნეულების მემკვიდრეები, რაც მათ ეგრედწოდებულ "მოჯადოებულებს" ხდის. პირველად ოჯახში, მელინდა უორენი, ფლობდა სამ ძალას: გადაადგილო საგნები გონების საშუალებით, შეაჩერო დრო და იხილო მომავალი. მელინდა ბოძზე გაკრული დაწვეს, მაგრამ სანამ გარდაიცვლებოდა, იწინასწარმეტყველა ყოველი გრძნეულის თაობა დროის მანძილზე უფრო ძლიერი გახდებოდა, რომლის კულმინაციას სამი და მოხდენდა. სამივე და დაცულია ყველაზე ძლიერი "სამის ძალით".
ზებუნებრივ ტელესერიალებს შორის, (ვამპირის მკვლელი ბაფი, ანგელოზი და როზუელი) შოუ ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ შოუ მოიცავს მრავალ ჟანრს როგორიცაა: საშინელებათა ფილმი, ფანტასტიკა, კომედია და ა.შ. გახმაურებულია ის ფაქტიც, რომ მესამე სეზონის ბოლოს შოუ დატოვა მთავარმა მონაწილემ შანენ დოერტიმ.