ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს - გამოკითხულთა 76.8% მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს. 5%-ით მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“, მესამეზე კი „ახალი მემარჯვენეები“ 4.8%-ით.
ონლაინ გამოკითხვა - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს - Presage.tv-იმ ჩაატარა. პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
1. კოალიცია „ქართული ოცნება“ 76.8%
2. ნაციონალური მოძრაობა 5.0%
3. ახალი მემარჯვენეები 4.8%
4. დემოკრატიული მოძრაობა 2.1%
5. ლეიბორისტული პარტია 2.1%
6. თავისუფალი საქართველო 1.5%
7. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა 0.9%
დასახელებული პარტიებიდან არცერთს აძლევს ხმას გამოკითხულთა 4.9%, რესპოდენტთა 1.9%-ი კი ამბობს რომ ის საპარლამენტო არჩევნებისას არა დასახელებულ, არამედ სხვა პარტიას აძლევს ხმას.
ონლაინ გამოკითხვა 1 აპრილიდან 4 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში სულ 3222-მა რესპოდენტმა მიიღო მონაწილეობა.