ლეგენდარული ჯგუფის – “Black Sabbath“-ის ყოფილი ვოკალისტი - ოზი ოზბორნი თავისი ხელგაშლილობით ყოველთვის აოცებდა ხალხს. ოზი არაერთხელ დახმარებია ბავშვთა სახლებსა თუ ინვალისთა ფონდებს. მის სახლთან ყოველთვის თავს იყრიან მათხოვრები, რომელთაც როკის ლეგენდა ხშირად საკმაოდ ბევრ ფულსაც ჩუქნის ხოლმე.
ცოტა ხნის წინ კი, ოზიმ ლოს-ანჯელესის ქუჩაში მდგომ მათხოვრებს ოქროს ყელსაბამი აჩუქა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით სამი ათასი დოლარია. თავად მომღერალმა მათხოვრებისადმი თავისი ესოდენ გულუხვი საჩუქარი იმით ახსნა, რომ ჯიბეში ბევრი იქექა, ფული ვერ იპოვნა და რაც ხელში მოხვდა სწორედ ის გაიმეტა.
ხოლო, ძვირფასი საჩუქრით გაოგნებულმა ერთ–ერთმა მათხოვარმა კი, ამერიკელ ჟურნალისტებს გაუმხილა, რომ მუსიკოსმა ძვირფასი ნივთის ჩუქებისას სთხოვა მისთვის ელოცა, რაც მათხოვარმა ბუნებრივია, რომ დიდი სიხარულით შეასრულა.