ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, პენსიის ზრდა 2016 წლის ბიუჯეტის გაზრდის ფონზე მოხდება.
როგორც მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯამში, 2016 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვარიანტი 225 მილიონით გაიზარდა.
"გადასახადების ხარჯზე ბიუჯეტის მოცულობა 200 მილიონი ლარით გაიზარდა. ასევე გაიზრდება 25 მილიონი ლარით არაფინანსური აქტივების კლება, ანუ პრივატიზაციიდან შემოსავლები. ეს არის 225 მილიონი ლარი ჯამში. აღნიშნული 25 მილიონი მოხმარდება პენსიების საკითხს და პენსია გახდება 180 ლარი. ჯამში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პენსია 70 ლარით გაიზრდება. იყო ნაწილი, 15 ლარით განსხვავებული გახსოვთ, 110 და 125 ლარი იყო და 1 ივლისიდან გახდება 180 ლარი", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.