ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს უფლებამოსილების შენარჩუნებას სთავაზობს, თუმცა, ხმის მიცემის უფლების გარეშე. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.
საპარლამენტო ასამბლეაში დღეს მონიტორინგის კომისიის ხელმძღვანელმა, შტეფან შენახმა ანგარიში წარადგინა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მინსკის შეთანხმების მოთხოვნებს რუსეთი კვლავ არ ასრულებს. 2015 წლის იანვარში საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც რუსეთის დელეგაციას ხმის მიცემის უფლება და საწესდებო ორგანოების შეხვედრებსა და სადამკვირვებლო პროცესებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა. ამის მიზეზი კი უკრაინაში განვითარებული მოვლენები გახდა, რაშიც დასავლეთი მოსკოვს ადანაშაულებს. ამის პასუხად კი რუსეთის დელეგაციამ 2015 წლის ბოლომდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა დატოვა.