მათ არ სურთ მშვიდობა მსოფლიოში, არ სურთ და არ უნდოდათ საქართველოს წინსვლა და განვითარება, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა. ამ კომენტარით უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს ტრამპი-პუტინის შეხვედრის შესახებ.
„ჩვენ კარგად გვახსოვს მცდელობა, როგორ უნდოდათ მათ ჩვენი ქვეყანა ჩაეთრიათ იმ გამოუვალ და გამოუსწორებელ პროცესებში, რასაც ომი ჰქვია საქართველოში. დღეს როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ცდილობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას შეუწყოს ხელი, ჩვენ ვისმენთ სრულიად გაუგონარ მოწოდებებს და ანალიზებს ამ მოვლენებისა და რადიკალები ამბობენ, რომ თურმე მშვიდობისკენ კი არ უნდა იყოს მიმართული მსოფლიო ძალისხმევა, არამედ პირიქით - ომი უნდა გაგრძელდეს“, - აცხადებს მათიკაშვილი.
ქართული ოპოზიცია ამერიკის პრეზიდენტს ისევ აკრიტიკებს, ამჯერად რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გამო. ოპოზიციის ნაწილი დონალდ ტრამპს ბრიყვს უწოდებს, ნაწილი კი ალასკაში გამართული დახვედრის ცერემონიას - სამარცხვინოს.