საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სოფელ ახალდაბაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვები და დედები წყნეთის ერთ-ერთ სამთავრობო აგარაკზე დროებით დაბინავდებიან.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ აგარაკზე ისინი იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე არ აღდგება სოფელში კომუნიკაცია და არ აღმოიფხვრება სტიქიის შედეგები.
საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, სოზარ სუბართან და თეა წულუკიანთან ერთად, სოფელ ახალდაბაში დღეს იმყოფებოდა, სადაც დაზარალებული ოჯახები მოინახულა.