მთავარმა პროკურატურამ ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის წინააღმდეგ გამოძება არ დაიწყო.
მანამდე, მთავარმა პროკურატურამ „ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები შეისწავლა. საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, რომ შესწავლის შედეგად სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა და შესაბამისად, საქმეზე გამოძიება არ დაიწყო.
ცნობისთვის, "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს კორუფციაში ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ვიცე-პრემიერს ენერგეტიკის სფეროში ბიზნესინტერესები აქვს.