აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მასპინძელმა ქვეყანამ, ლატვიამ პარტნიორობის მონაწილე 6 ქვეყნის წარმომადგენლებს ხელით ნაკეთი ხის სასტვენები უსახსოვრა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. სასტვენი, რომელსაც ლათინურად "სვილტაუნიექსი" ჰქვია, რამდენიმე ფრინველის ხმას გამოსცემს. საჩუქრის სიმბოლური დატვირთვა იმაში მდგომარეობს, რომ ფრინველებისთვის არ არსებობს საზღვრები, ლატვია იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე სახელმწიფოებს ევროკავშირთან ღია საზღვრები ექნებათ.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის პლენარული სესია ამ წუთებში მიმდინარეობს, რის შემდეგაც შემაჯამებელი პრესკონფერენცია გაიმართება და სამიტის დეკლარაცია გამოქვეყნდება.