მსოფლიოში პრესის თავისუფლების დონემ ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ კვლევას ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსი" აქვეყნებს.
ანგარიშის მიხედვით, მედიის თავისუფლების მხრივ, მსოფლიოში ვითარების გაუარესება ჟურნალისტების მიმართ ძალადობრივი ქმედებების გახშირებამ და მედიის შემზღუდავი კანონების მომრავლებამ გამოიწვია.
ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველოს 93 ქულა მიენიჭა და ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში შევიდა. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს - სომხეთს, თურქეთს, აზერბაიჯანს, რუსეთსა და უკრაინას, ისინი არათავისუფალი ქვეყნების სიაში არიან.
კვლევა 197 ქვეყანაში მედიის თავისუფლების მხრივ არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. თითოეულ ქვეყანას 0-დან 197-მდე ქულა მიენიჭა. რაც უფრო დაბალია მაჩვენებელი, მით უფრო თავისუფალია მედია.
"ფრიდომ ჰაუსის" კვლევის მიხედვით, სიის სათავეში ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი, ბელგია, ფინეთი და შვეიცარია მოექცა.
მედიის თავისუფლების მიხედვით ყველაზე მძიმე ვითარება კი ჩრდილოეთ კორეაში, უზბეკეთში, თურქმენეთსა და ბელარუსშია.