პრეზიდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში წარადგენს პრემიერობის კანდიდატს, თუკი ის არ გვეყოლება

პრეზიდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში წარადგენს პრემიერობის კანდიდატს, თუკი ის არ გვეყოლება

ლევან ბერძენიშვილის შეფასებით, საქართველოს დღეს ყველაზე სტაბილური მთავრობა ჰყავს. "თუკი რომელიმე მინისტრი საკუთარი ან სხვა მიზეზით წავიდა თანამდებობიდან, ბუნებრივია, დადგება ნდობის საკითხი. ამ წუთის მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ მთავრობას და პრემიერ მინისტრს აქვს ნდობა", - აღნიშნული განცხადება ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მისივე თქმით, კონკრეტულ შემთხვევაში, ნდობის მოსაპოვებლად პრემიერს პრეზიდენტის წარდგენა არ სჭირდება.

"პრეზიდენტი მხოლოდ იმ შემთხვევაში წარადგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატს თუკი ის არ გვეყოლება, მაგრამ ამ წუთას ეს საკითხი არ დადგება. პრემიერ-მინისტრები იცვლებიან. საქართველოში კი პირიქით მთავრობის ცვლილების ტემპი არის დაბალი, იმ ფონზე რაც ჩვენ გვქონდა ათი წლის განმავლობაში. ჩვენ ახლა ძალიან სტაბილური მთავრობა გვყავს. დადგება დღე, როცა სხვა პრეზიდენტი და მთავრობა გვეყოლება. უკვდავი პოლიტიკურად არავინ არ არის", -განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.