პრემიერმა RMG-ის თანამშრომლებს პირობა მისცა, რომ ხელისუფლება საწარმოს მუშაობის ხელშეშლას არ დაუშვებს

პრემიერმა RMG-ის თანამშრომლებს პირობა მისცა, რომ ხელისუფლება საწარმოს მუშაობის ხელშეშლას არ დაუშვებს

დაუშვებელია, 3 ათასი ოჯახი დარჩეს სამსახურის გარეშე, ეს არის დივერსიის მცდელობა, გააგრძელეთ მუშაობა მშვიდად და სტაბილურად, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანია RMG-ის თანამშრომლებს, რომლებიც პრემიერ-მინისტრს დღეს მარნეულის გამგეობის შენობასთან დახვდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიის თანამშრომლებმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადეს და განაცხადეს, რომ, გარკვეული მცდელობების მიუხედავად, საწარმოს მუშაობა არ გაჩერდება.

პრემიერ-მინისტრმა RMG-ის თანამშრომლებს პირობა მისცა, რომ ხელისუფლება საწარმოს მუშაობის ხელშეშლას არ დაუშვებს.