რუსეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ ე.წ. ხელშეკრულება შეთანხმებულია და მას ხელი 18 მარტს მოეწერება. ამის შესახებ "კომერსანტ.რუს" ცნობით, კრემლში "რია-ნოვოსტის" განუცხადეს.
"ხელშეკრულებამ ყველა საჭირო პროცედურა გაიარა. ხელმოწერის ცერემონიალი არ გადადებულა. როგორც დაგეგმილია, რუსეთის და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები დოკუმენტს ხელს 18 მარტს მოაწერენ", - აცხადებს უცნობი წყარო კრემლიდან.
როგორც პუტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დოკუმენტის ხელმოწერა გადაიდო, სიმართლეს არ შეესაბამება.
გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თანამშრომლობის შესახებ ე.წ შეთანხმების გაფორმება მოსკოვსა და ცხინვალს შორის 11 მარტს იყო დაგეგმილი.