"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით არასაპარლამენტო პარტიების მიერ მომზადებულ მემორანდუმს შეუერთდა.
11 პოლიტიკური გაერთიანების მიერ შემუშავებულ მემორანდუმს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა ხელი დღეს თბილისში, პარლამენტში მოაწერეს. ასევე აღნიშნულ მემორანდუმს შეუერთდნენ "თავისუფალი დემოკრატები".
აღნიშნული მემორანდუმის მთავარ მოთხოვნას არსებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა წარმოადგენს.