იუსტიციის მინისტრი SIDA-ს და შვედეთის მთავრობას გრანტისთვის მადლობას უხდის

იუსტიციის მინისტრი SIDA-ს და შვედეთის მთავრობას გრანტისთვის მადლობას უხდის

იუსტიციის სამინისტრო SIDA-სგან 1,5 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს. როგორც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი საკითხი მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა. მისივე განმარტებით, აღნიშნული გრანტი უწყების სერვისების განვითარებას მოხმარდება.

"ჩვენ მთავრობის სხდომაზე ერთსულოვნად დავამტკიცეთ იუსტიციის სამინისტროს სერვისების გავითარებისთვის 1,5 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი SIDA-სგან, შვედეთის მთავრობისგან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შვედეთის მთავრობას და SIDA-ს გადავუხადო საჯაროდ ამისთვის მადლობა",- განაცხადა წულუკიანმა.