ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობაზე გავრცელებულ მითქმა-მოთქმას

ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობაზე გავრცელებულ მითქმა-მოთქმას "საგაზაფხულო გამწვავება" უწოდა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებულ მითქმა-მოთქმას "საგაზაფხულო გამწვავება" უწოდა.

"მას შემდეგ რაც მზე გამოანათებს, გაზაფხულის სუნი შეიგრძნობა, გამწვავება იწყება. ვიღაცას სეჩინის თანამდებობიდან გათავისუფლება მოუნდება, ვიღაცას მთავრობის გადადგომა, ზოგს კიდევ პუტინი ტელევიზორში რამდენიმე დღეა არ უნახავს, ჩვენ ამ მღელვარებას მშვიდად და მოთმინებით ვცემთ პასუხებს", - განაცხადა პესკოვმა.

ვლადიმერ პუტინი საზოგადოების წინაში 6 მარტის შემდეგ არ გამოჩენილა. პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მითქმა-მოთქმა მას შემდეგ დაიწყო, რაც გუშინ ე.წ სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმების ცერემონიალი მოულოდნელად გაუქმდა. ამას გარდა, კრემლის ლიდერმა ყახაზეთში დაგეგმილი ვიზიტიც გადადო. როგორც პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა "ინტერფაქსს" განუცხადა, პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს.