„სოკარმა

„სოკარმა" კომერციული გაზი გააძვირა - მთავრობამ მოლაპარაკებები უშედეგოდ დაასრულა

„სოკარმა" კომერციული გაზის ტარიფი გააძვირა. თუმცა მისი გადახდა კომპანიებს მთავრობის სუბსიდირების გამო 1 მაისამდე არ მოუწევთ.


რა ოდენობით მოხდა გაზის ფასის ზრდა და რა იქნება 1 მაისიდან, აღნიშნულ თემაზე „სოკარში" კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება „ყაზსტრანსგაზ თბილისს", „კომერსანტი" ინფორმაციის მიღებას ამ დრომდე ცდილობს.

"ტარიფებთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება, რომ შენარჩუნებული იქნება პირველ მაისამდე ეს ტარიფები და ეს ხდება ჩვენი ბიუჯეტის სუბსიდირების ხარჯზე. რა თქმა უნდა, მთავრობამ უნდა იმსჯელოს მომავალში უნდა გაგრძელდეს თუ არა სუბსიდირება.

დღეს სუბსიდირება რომ არ განხორციელებულიყო ლიცენზიატი კომპანია ზარალზე გადიოდა და ჩვენ ხომ არ გვინდა ენერგეტიკის დაკარგვა, პირიქით, ჩვენ წინ ვიხედებით, მომავალს ვუყურებთ და გვინდა განვითარებული, განათებული, ძლიერი საქართველო", - განაცხადა კალაძემ დღეს და დასძინა, რომ საუბარია 15 მილიონი ლარის სუბსიდირებაზე. 

კომერციული გაზის გაძვირების შესახებ თბილისის აბონენტები „ყაზტრანსგაზ თბილისმა" მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისსში გააფრთხილა. მაშინ კომპანიებმა მიიღეს ახალი ხელშეკრულებები, რომლებშიც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ პირველი მარტიდან ერთი კუბური მეტრი გაზის ღირებულება იურიდიული პირებისთვის 75 თეთრიდან 90 თეთრამდე ძვირდებოდა.

ამ ინფორმაციას კომპანიების პროტესტი მოჰყვა. პროტესტის ფონზე გაზგამანაწილებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მთავრობასთან და სემეკთან ტარიფთან დაკავშირებით კონსულტაციებს აწარმოებს. 

ამასთან, „ყაზტრანსგაზ თბილისში" აღიარეს, რომ ლარის დევალვაციის შედეგად უკვე 11 მილიონი ლარით.

რაც შეეხება "სოკარს," მან ასევე გააფრთხილა კომპანიები ტარიფის გაზრდის შესახებ, თუმცა ხელისუფლების უარყოფითი რეაქციის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობასა და კომპანიას შორის გადაწყვეტილების შეცვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობდა.