ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების შეიარაღებას და გაწვრთნას. იენს სტოლტენბერგის განცხადებით მას არ აქვს კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიზე ახალი სატანკო კოლონა შევიდა, თუმცა მისი თქმით უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის ნაწილები კვლავ რჩებიან.