საქართველოს პრეზიდენტი ეუთო-ს გენერალურ მდივანს ლამბერტო ზანიერს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრისას ყურადღება რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმებს შორის ე.წ. „ხელშეკრულებების" ხელმოწერის საკითხზე გაამახვილეს, შეხვედრისას ასევე აღინიშნა საქართველოში ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღდგენის აუცილებლობა. საუბარი რეგიონში არსებული ვითარებასაც შეეხო.
შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის მრჩევლები დაესწრნენ.