დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ კობა ქანთარიამ და ზუგდიდის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ ზუგდიდის რაიონში ის ნგრევადი ობიექტები მოინახულეს, საიდანაც, მალე, დევნილი ოჯახები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახალაშენებულ კორპუსებში ბინას მიიღებენ. ე.წ „სამზარეულოსა“ და „ფარეხის“ ჩასახლებებში გაუსაძლის პირობებში 16 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
მინისტრი და გუბერნატორის მოადგილე სამეგრელოს რეგიონში, იმ დევნილ ოჯახებსაც შეხვდნენ, რომელთაც სამინისტრომ, კრიტერიუმების შესაბამისად, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, კერძო სახლები საკარმიდამო ნაკვეთით შეუძინა.
მხოლოდ სამეგრელოს რეგიონში, ამ დროისათვის, პროექტის ფარგლებში, 70 კერძო სახლია შეძენილი და ეს პროცესი კვლავაც გაგრძელდება.