სომეხმა სამართალდამცველებმა ეჩმიაძინის ტერიტორიაზე ეპისკოპოსის დაკავება ორჯერ სცადეს. ორივე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა

სომეხმა სამართალდამცველებმა ეჩმიაძინის ტერიტორიაზე ეპისკოპოსის დაკავება ორჯერ სცადეს. ორივე მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დილიდან ეჩმიაძინის საკათალიკოსოში ეპისკოპოს მიქაელ აჯაპაიანის დასაკავებლად მივიდნენ, თუმცა ადგილზე შეკრებილმა მრევლმა მათ ამის საშუალება არ მისცა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მედიის თანახმად, შირაქის მხარის ეპისკოპოსს ბრალად სომხეთის ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა ედება.

სამართალდამცველები ეჩმიაძინის სამონასტრო კომპლექსთან დილიდან გამოჩნდნენ. მათ იქვე შეკრებილი მრევლი დახვდა. მოგვიანებით სამართალდამცველებსა და ადამიანებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. პოლიციის წარმომადგენლებთან ყოველთა სომეხთა კათალიკოსი, გარეგინ მეორე ეპისკოპოს მიქაელ აჯაპაიანთან ერთად მივიდა. სამართალდამცველებმა ეპისკოპოსი დააკავეს, თუმცა მისი წაყვანა ვერ შეძლეს.

მოგვიანებით უსაფრთხოების სამსახურისა და შსს-ს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ სცადეს მღვდელმთავრის დაკავება, თუმცა კვლავ უშედეგოდ. სომხეთის უსაფრთხოების სამსახურმა ოფიციალურ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სიტუაციის ესკალაციის არდაშვების გამო მათ დაკავების ოპერაცია დროებით გადადეს. სამართალდამცავი უწყება მოუწოდებს მიქაელ აჯაპაიანს თავად გამოცხადდეს და ჩაბარდეს მათ.

მარბიელი თუ მართაკუა ფაშინიანი, ამოიღოს და ხალხს დაანახოს ერევნის მთავარ მოედანზე; ვისზე ნაკლებია გირჩზურაბა
4 საათის უკან