ვარკეთილში მდებარე 180-ე სკოლაში ამ წუთებში სამართალდამცავები არიან მობილიზებულები, შენობაში კი გამნაღმველები მუსაობენ, როგორც "პირველ რადიოს" შს სამინისტროს პრესსასმსახურში განუცხადეს, სკოლაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ანონიმური სატელოფონო ზარი განხორციელდა, რის შემდეგაც მოხდა კანონით გათვალსიწინებული ყველა პროცედურის ჩატარება. აქვე სამინისტრო აფრთხილებს მოახლეობას, რომ ცრუ შეტყობინებაზე კანონი გამკაცრებულია.